სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: რატომ მღერიან ტიბეტური ფიალები?



2.პროექტის მთავარი იდეა: მარტივი ექსპერიმენტით მუსიკალური ბგერის   მიღება.

3.პროექტის აქტუალობა: ბგერითი რეზონანსული მოვლენები გავლენას ახდენს ადამიანებზე, ზოგჯერ კეთილისმყოფელ და ზოგჯერ დამანგრეველს, ამიტომ მისი შესწავლა მნიშვნელოვანია მედიცინისათვის და ადამიანის უსაფრთხოებისათვის.


4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები  სწავლობენ ბგერის წარმოქმნას და გავრცელებას, გამოთქვამს არგუმენტირებულ ჰიპოთეზებს, მონაცემებს წარმოადგენს  ცხრილის სახით, აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები, მოიპოვებს ინფორმაციას ცხოველებისა და ადამიანების მიერ აღქმული ბგერის სიხშირის შესახებ.

5. მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.


7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე ექსპერიმენტით  სწავლობს ბგერის წარმოქმნასა და გავრცელებას, აანალიზებს და გამოთქვამს არგუმენტებს თუ რაზეა დამოკიდებული ბგერის ტონი. 
  • ცდით აკვირდება თუ როგორ ცვლის ფიალების ფორმა და მასა ბგერის ტონალობას. 
  • უვითარდებათ უნარი ცდის დამოუკიდებლად ჩატარებისა, მიღწეული შედეგების  სწორად ფორმულირებისა. 
  • მოიძიებს ინფორმაციას  მეცნიერული კვლევის შესახებ და იაზრებს მათ მნიშვნელობებს თანამედროვე ცხოვრებასთან კავშირში. 
  • იძენს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ ტიბეტელები მომღერალ ფიალებს სამკურნალოდ.


8.  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, მინის ერთნაირი თხელკედლიანი ფუჟერი 2ც.თბილი წყალი, ქაღალდის ფურცლები, საწერკალამი, ინტერნეტი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
    1. კლასს ვყოფ ჯგუფებად.
    2.თითოეულს  მივცემ შესაბამის დავალებას: 1.ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში მომღერელი ტიბეტური ფიალების შესახებ. ინფორმაციის ინტერნეტ მისამართია:
http://:www.divnitydice.com./sound-chalice.htm
  2. ცდა ფუჟერებით. 
4. პროექტის პრეზენტაცია.


10. კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
     საგნები-ფიზიკა, ისტ-ი

11. პროექტის ხელმძღვანელი: ასმათ ქარქაშაძე.

12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: asamtqarqashadze@gmail.com                                                                                                                   


No comments:

Post a Comment